იმ დღეს საცობში რომ მოხვდი და ვერ გაგიგია ამჯერად რას ვზეიმობდით, ვიღაცამ ახსენა ვიზა ლიბერალიზაცია - 'ევროპები' გაიხსნაო. მოგზაურობა არ იქნებოდა ურიგო მაგრამ ნამდვილად შეგიძლია? ერთად ვნახოთ.

მოგზაურობის მეტი რა მიქნია, თან სულ 'ევროპებში'. ეხლაც არ ვიტყოდი უარს სადმე გამგზავრებაზე, დარწმუნებული ვარ მარტივად გავივლი ყველა ეტაპს. ასეთები გამივლია?!

თამაშის დაწყება

გადაწყვეტილია, მზად ხარ სამოგზაუროდ - ბარგი ჩალაგებულია, მეგობრებში ნათქვამი არ გაქვს (სელფებს როცა დადებ მაშინ შეშურდეთ;)). ვიზა ლიბერალიზაციამ საგრძნობლად გაამარტივა მოგზაურობა - მჭირდება საერთოდ რამე სამოგზაუროდ?

ბილეთი და ბარგი, ლიბერალიზაციაც ამისთვის არაა? მარტივად იმოგზაურო.
გამარტივებული პროცედურები კარგია მაგრამ ეჭვი მაქვს რაღაც მაინც დამჭირდება.

ვიზა ლიბერალიზაციამ მართლაც გაამარტივა მოგზაურობა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგზაურობა დოკუმენტის გარეშეა შესაძლებელი

თამაშის გაგრძელება

მართალი ხარ. სამოგზაუროდ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ბილეთის და ბარგის გარდა დაგჭირდება დოკუმენტი, კერძოდ კი პასპორტი

თამაშის გაგრძელება

სამოგზაუროდ აუცილებელია თან გქონდეს აქტიური პასპორტი. რამე განსაკუთრებული პასპორტია საჭირო?

რა უნდა იყოს - მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება პასპორტი, ვიზაც აღარ არ არის საჭირო.
განსაკუთრებული არა მაგრამ მგონი ბიომეტრიულია?

ვიზა ნამდვილად აღარ არის საჭირო მაგრამ აუცილებელია თან გქონდეს საქართველოს მოქალაქის აქტიური ბიომეტრიული პასპორტი მოქმედების ვადით 6 თვე (ან მეტი).

უკან დაბრუნება

სწორად დაეჭვდი - ვიზა ნამდვილად აღარ არის საჭირო მაგრამ აუცილებელია თან გქონდეს საქართველოს მოქალაქის აქტიური ბიომეტრიული პასპორტი მოქმედების ვადით 6 თვე (ან მეტი).

თამაშის გაგრძელება

ვიზაზე ფიქრი წარსულს ჩაბარდა, პასპორტიც გადაამოწმე და წესრიგშია. რომში მიემგზავრები და ბილეთიც კარგი შეთავაზებით იყიდე, უკან დასაბრუნებელ ბილეთებზე ჯერ არ მოგწონს ფასები, უკვე ადგილზე როცა იქნები ხვადასხვა მარშრუტებს გადახედავ და მაშინ იყიდი.

მემგონი ყველაფერი წესრიგშია, რომში ნამდვილი პიცა და 'ჯელატოები' უნდა ვჭამო. თამაშის მამა/დედა ვარ, არა?
ეს ვიცი, რაღაცას გულისხმობ - მახსოვს მაგრამ მირჩევნია კიდევ ერთხელ შემახსენოთ

არა. 1. აუცილებელია უკვე შეძენილი გქონდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი; 2. არ დაგავიწყდეს დაზღვევა. 3. სასურველია წარადგინო ან მოწვევა, რომელიც დაამტკიცებს რომ გაქვს ადგილი სადაც შეგიძლია დარჩე რომში ან სასტუმროს ჯავშანი.

უკან დაბრუნება

ვიცით რომ გახსოვს მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ: 1. აუცილებელია უკვე შეძენილი გქონდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთი; 2. არ დაგავიწყდეს დაზღვევა. 3. სასურველია წარადგინო ან მოწვევა, რომელიც დაამტკიცებს რომ გაქვს ადგილი სადაც შეგიძლია დარჩე რომში ან სასტუმროს ჯავშანი. კიდევ კარგი გადაამოწმე, არა?

თამაშის გაგრძელება

შენებმა მაინც იციან რომ მიდიხარ და დაიწყო: "აბა რას ჩამომიტან?" ბიუჯეტის რაღაც ნაწილი უნდა გადავდო, ამათ მერე რა გაუძლებს. რამდენია საკმარისი სამოგზაუროდ?

რავი, ჯიბის ფული მექნება და სხვა თითქოს ყველაფერი ნაყიდია უკვე. ანგარიშზე 100 ევრო მაქვს და მეყოფა.
სასტუმროს ხარჯის გარდა, ანგარიშზე მაქვს 250 ევრო და 5 დღე ვაპირებ მოგზაურობას. საკმარისი უნდა იყოს.

ჯიბის ფული მაცივრის მაგნიტისთვის გეყოფა ნამდვილად მაგრამ უვიზო მიმოსვლის მიუხედავად ევროკავშირი მოგზაურისგან ითხოვს გარანტიას იმისა რომ მას გააჩნია გარკვეული ხელმისაწვდომი თანხა ანგარიშზე. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს გადამრავლებული სამოგზაურო დღეების რაოდენობაზე. მოდი ფული დათვალე, სხვა დანაზოგის დამატებაც დაგჭირდება.

უკან დაბრუნება

კარგია რომ დანაზოგი გაქვს. ევროკავშირი მოგზაურისგან ითხოვს გარანტიას იმისა რომ მას გააჩნია გარკვეული ხელმისაწვდომი თანხა ანგარიშზე. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს გადამრავლებული სამოგზაურო დღეების რაოდენობაზე. შესაბამისად შენი თანხა საკმარისი უნდა იყოს.

თამაშის გაგრძელება

აი შენს პასპორტს ამოწმებენ. რეგისტრატორი დაეჭვებულია და იხმობს კოლეგას. ისინი ერთად კიდევ ერთხელ ამოწმებენ პასპორტს.

მოიცა ვკითხავ, ჩემს წარსულს ხომ არ ეხება?
ჩვეულებრივი პროცედურაა, დაველოდები.

"თქვენ ერთხელ დეპორტირებული იყავით საბერძნეთიდან 2 წლის წინ და აგეკრძალათ ქევყანაში შესვლა. იცით ეს რას ნიშნავს?" დიახ ვიყავი მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა, მე ვისწავლე ჩემს შეცდომებზე და მზად ვარ ყველა წესს მივყვე, თან იტალიაში მივფრინავ (არასწორი პასუხია და ამთავრებს თამაშს - გადმოყავს გვერდზე: "გვეღადავები? არა და რა კარგად მიდიოდი. სამწუხაროდ, "შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა. ქვეყნების ჩამონათვალის სანახავად და მეტის გასაგებად ეწვიე: http://belgium.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1607 მოგზაურობა კარგია მაგრამ წესების დაცვით)

თავიდან დაწყება

კრეგისტრატორი გეუბნება: "თქვენ ერთხელ დეპორტირებული იყავით საბერძნეთიდან 2 წლის წინ და აგეკრძალათ ქევყანაში შესვლა. იცით ეს რას ნიშნავს?" როგორ? რაღაც შეცდომაა: "მემგონი რაღაც გეშლებათ. კიდევ ერთხელ ხომ ვერ გადაამოწმებდით?" რეგისტრატორი: "ბოდიშს გიხდით, შეცდომაა. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ გზა". კარგია რომ შეცდომა იყო იმიტომ რომ "შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა. ქვეყნების ჩამონათვალის სანახავად და მეტის გასაგებად ეწვიე: http://belgium.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1607

თამაშის გაგრძელება

რომშიიიიიი ვარ, აბა ჯელატოები? მოიცა ჯერ პასპორტს მთხოვენ. "Come stai? What is the purpose of your travel?" ანუ რა მიზნით ვმოგზაურობ?

რავი, უბრალოდ დრო მქონდა და რატო მეკითხებით? უვიზო მიმოსვლაა და რასაც მინდა იმას ვიზამ
მოგზაურობის მიზანი თქვენი ქალაქის გაცნობაა, სულ რამდენიმე დღე მაქვს და ვაპირებ მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.

როგორ იქცევი? ჩვეულებრივი ზრდილობის გარდა ისიც უნდა გაითვალისწინო რომ უვიზო მიმოსვლის გარდა რეგისტრატორს საზღვარზე აქვს უფლება გკითხოს მოგზაურობის მიზანი.

უკან დაბრუნება

კარგია, რომ გასხოვს - რეგისტრატორს საზღვარზე აქვს უფლება გკითხოს მოგზაურობის მიზანი. შენ უკვე რომში ხარ! სულ პიცებში და ჯელატოებში. წინასწარ აქ მცხოვრებ მეგობარსაც დაუკავშირდი და შეხვედრაზეც შეთანხმდით.

თამაშის გაგრძელება

აი შენი მეგობარიც, ჯელატო გაუნაწილე? შენი მეგობარი უცებ ძალიან კარგ ამბავს გიზიარებს: "წამო რა, მე და ჩემი კურსელები ედინბურგში მივფრინავთ. ძალიან იაფი ბილეთები გვაქვს და ერთ-ერთი ვერ მოდის. როდის გექნება კიდევ შანსი ასე იაფად გადახვიდე შოტლანდიაში?"

როგორ მიმართლებს! იაფი ბილეთები, თან მეგობრებთან ერთად - ამას არ გამოვტოვებ, წავალ აბა რა!
ჰო მაგრამ შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია, მემგონი გაერთიანებული სამეფოში მოგზაურობისთვის სხვა ვიზა მჭირდება.

ეჰ, გვესმის რომ მოგზაურობა ყველას გვიყვარს, თან იაფად, მაგრამ ეს ცუდი იდეა იყო. საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით სარგებლობა მხოლოდ შენგენის წევრ 22 ქვეყანაში, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში შეუძლიათ. შოტლანდია არ არის შენგენის ზონის ნაწილი და არც 4 არაწევრი ქვეყნის სიაშია სადაც მოგზაურობა თავისუფალია.

უკან დაბრუნება

გილოცავ, შენ თავს აიცილე აეროპორტში უხერხულობას და რაც მთავარია დანგრეულ ოცნებებს - მართლაც, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. დიდი ბრიტანეთში და ირლანდიაში სამოგზაუროდ ცალკე ვიზა გჭირდება. განაგრძე რომში სეირნობა, კიდევ რამდენიმე დღე გაქვს.

თამაშის გაგრძელება

ყველაზე მაგარი ამბავი - კომპანიამ ჩათვალა რომ პრემიებს წელს ადრე გასცემს. ანგარიშზე თანხა ჩაგერიცხა, დასვენების დღეებიც გაქვს. ქალაქი ძალიან მოგწონს და დარჩენაზე არ იტყოდი უარს.

რატომაც არა, რამდენსაც მინდა იმდენს დავრჩები, საერთოდ დისტანციურად ხომ არ მემუშავა რამდენიმე თვე?
ჰმ, დარჩენა რომ შეიძლებოდეს მემგონი აქ უფრო მეტ ქართველს შევხვდებოდი. ნამდვილად შეზღუდვებია.

ჰმ, რამდენსაც გინდათ უვიზო მიმოსვლის მიუხედავად მაინც ვერ დარჩებით. ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე" ასევე გაითვალისწინე, რომ დასაქმება არალეგალურია სამუშაო ვიზის გარეშე. კიდევ სცადე, აქამდე მოხვედი და არ დანებდე.

უკან დაბრუნება

ბინგო, მართალი ხარ! (იმაში რომ შეზღუდვებია, ისე ხომ სამშობლოს არავინ დატოვებს). ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე. თუ ლეგალური ემიგრაცია გაინტერესებს ეწვიე ბმულს http://migration.commission.ge/files/small_emmigration_geo.pdf

თამაშის გაგრძელება

ეს ფინიშია

ყოჩაღ, ვამაყობთ შენით - უშეცდომოთ გაიარე ყველა ეტაპი? რომში მაცივრის მაგნიტის ყიდვა არ დაგავიწყდეს ;)

თავიდან დაწყება

00

:

00